დღეს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელებს
დღეს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელებს – იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დეპუტატებმა გუშინ დააინიციირეს.
გუშინ სტრასბურგში გამართული დებატები დელეგაციის წევრებმა შეაფასეს და აღნიშნეს, რომ აგრძელებენ კოლეგებისთვის ევროსაბჭოში ინფორმაციის მიწოდებას, რათა ევროსაბჭომ არა აღქმებზე, არამედ ფაქტებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება.