ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და უფლებამოსილება ცნოს

„[ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის] ზოგიერთი წევრის ეს გადაწყვეტილება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, ეწინააღმდეგება თავად ევროპულ ღირებულებებსა და მიდგომებს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომელიც სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

„ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და უფლებამოსილება ცნოს და საქართველოს დელეგაცია შეუდგეს მუშაობას, ისე როგორც ეკადრება ევროპის საბჭოს და იმ დემოკრატიულ ღირებულებებს რასაც ეს საბჭო ეფუძნება“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები