მაჭავარიანი – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დადებულ შეთანხმებაზე: საქართველო ძალიან სანდო პარტნიორს წარმოადგენს

“აქ არის იდეალური საინვესტიციო გარემო”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ დადებულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„გარდა იმისა, რომ ეს 6 მილიარდი დოლარი არის უზარმაზარი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იქნება დამატებითი მოტივაცია დანარჩენი ინვესტორებისთვისაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომ როდესაც ასეთი სერიოზული ჯგუფი შემოდის ამხელა ინვესტიციით საქართველოში, ესე იგი, საქართველო ძალიან სანდო პარტნიორს წარმოადგენს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები