გივი მიქანაძე: ფაქტია, რომ ის განცხადებები, რომლებიც მომხსენებლებისა და რიგი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა, აბსოლუტურად არ ასახავს იმ რეალობას, რაც დაკავშირებულია როგორც არჩევნებთან, ასევე შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ის განცხადებები, რომლებიც მომხსენებლებისა და რიგი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა, აბსოლუტურად არ ასახავს იმ რეალობას და სიმართლეს, რაც დაკავშირებულია როგორც არჩევნებთან, ასევე შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან,“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე ასამბლეა საბოლოო გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებს.
„საპარლამენტო ასამბლეის ბევრი წარმომადგენელი ხაზს უსვამს საქართველოს როლს და ამ პროცესებში მისი მონაწილეობის მნიშვნელობაზე. მომავალი ორი დღის განმავლობაში აქტიური კონსულტაციები გვექნება ყველა დონეზე და ორშაბათს უკვე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – აცხადებს მიქანაძე.
დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელებს.