“საზოგადოებამ განსაზღვროს, რას ნიშნავს ევროკავშირისგან მოწოდება, რომ თურმე გაუმჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდაზე გადის საქართველოს ევროპული გზა” – კირცხალია

“გავეცანით იმ განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ევროკავშირისგან, თუ რა მიზეზით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

“გავეცანით იმ განცხადებას, რომელიც მოვისმინეთ ევროკავშირისგან, თუ რა მიზეზით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ორი მიზეზი – პირველი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი და მეორე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონი. საზოგადოებამ განსაზღვროს, თუ რას ნიშნავს ევროკავშირისგან ასეთი მოწოდება, რომ თურმე გაუმჭვირვალობაზე გადის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა და თურმე ლგბტ პროპაგანდაზე გადის საქართველოს ევროპული გზა”, – განმარტა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები