ვოლსკი – “ქართული ოცნების” დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე: არ მგონია, ევროპის საბჭომ, თუნდაც “სახალხო პარტიის” გავლენით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება დაუშვას
“არ მგონია, ევროპის საბჭომ, თუნდაც “სახალხო პარტიის” გავლენით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება დაუშვას”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა.
“არგუმენტები იმდენად ძლიერია, რომ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება სერიოზული ინდიკატორი იმისა, რომ ევროპის ამ სტრუქტურამ თავი შეირცხვინა ხალხის წინაშე, კონკრეტულად ქართველი ხალხის წინაშე. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ დაუშვას ევროპის საბჭომ, თუნდაც “სახალხო პარტიის” გავლენით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან გარდა უსაფუძვლობისა და უსამართლობისა, ეს იქნება სერიოზული დანაკარგი ევროპის ამ სტრუქტურის ავტორიტეტისთვის”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მმართველი გუნდის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრდა.