გიორგი ვოლსკი: საქართველო, როგორც შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას
„საქართველო, როგორც შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს ხვალინდელ დღეს მსოფლიოსთვის, ვაჭრობის, ეკონომიკური ურთიერთობების დარგში. არაბთა გაერთიანებული ემირატები სწორედ მომავალზე ორიენტირებით დგამს ამ ნაბიჯს, სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯია, არა მხოლოდ ეკონომიკური. ჩვენი ბიუჯეტისთვის ამხელა ინვესტიცია საგანგებოდ მნიშვნელოვანია. საქართველო, როგორც შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.