“ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს – როგორც ამერიკაში შეიცვალა და უფრო გაჯანსაღდა პოლიტიკური დღის წესრიგი, ზუსტად იგივე ტენდენციები გავრცელდება ევროკავშირზეც” – მაჭავარიანი
“ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს – როგორც ამერიკაში შეიცვალა და უფრო გაჯანსაღდა პოლიტიკური დღის წესრიგი, ზუსტად იგივე ტენდენციები გავრცელდება ევროკავშირზეც”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
“საზოგადოებამ მინდა შევახსენო ბატონი ტრამპის განცხადება რამდენიმე დღის წინ, სადაც მას ჩართვა ჰქონდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და მან განაცხადა, რომ ევროკავშირს ამერიკის მიმართ აქვს უსამართლო დამოკიდებულება. ამიტომაც, არავის არ უნდა გაუკვირდეს, ბატონი ტრამპის განცხადების შემდეგ, ევროკავშირს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს საქართველოს მიმართ. ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ამერიკაში შეიცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი და უფრო გაჯანსაღდა, ზუსტად იგივე ტენდენციები გავრცელდება უკვე ევროკავშირზეც”, – აღნიშნა დეპუტატმა.