ჰონორარი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით იწყებს პროექტს, ახალგაზრდა მეცნიერების მიერ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო მასალების კვლევის ხელშეწყობისთვის. პროექტის მიზანია წაახალისოს ახალგაზრდა მკვლევარები, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს სამხედრო საქმესთან დაკავშირებული კვლევითი მიმართულებები (სამხედრო ისტორია: ტერმინოლოგია, აღჭურვილობა, საბრძოლო წყობა, მასალები და სხვა).
პროექტის ფარგლებში საპროექტო განაცხადის ელექტრონული შევსება შესაძლებელი იქნება 9 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე. შერჩეული მკვლევარები, ერთი წლის განმავლობაში კვლევის წარმოების პროცესში მიიღებენ ჰონორარს (თვეში 500 ლარის ოდენობით).