ირაკლი ქადაგიშვილი დონალდ ტრამპის მიერ საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებაზე: იმედი ვიქონიოთ, რომ აღარ იქნება დაფინანსებები, მიმართული ქვეყნის საშინაო საქმეებში

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, 90 დღით შეჩერდეს აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარება.

„ტრამპს და მის ადმინისტრაციას გლობალური ხედვა მსოფლიო პოლიტიკის წარმართვისა, განსხვავებული აქვს. რაში გამოიხატება მათი გლობალური ხედვა – ეს არის მშვიდობა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და მათი გაძლიერება. ამიტომ ისინი დაეხმარებიან და დახმარებას გაუწევენ მომავალში იმ აქტიურობას ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომელიც ამ ფუნდამენტურ ხედვას და ფასეულობებს ემსახურება და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს აღარ იქნება დაფინანსებები, მიმართულია ქვეყნის საშინაო საქმეებში, არჩევნებში ისეთი ტიპის ჩარევებისკენ, რომლებიც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შინაარსს გამორიცხავს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან პროგრამული ეფექტიანობის და თანამიმდევრულობის შესაფასებლად/გადასახედად – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელსაც ხელს დონალდ ტრამპი აწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები