ირაკლი ქადაგიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე: ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ, რომ არის ის ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომლის ზღვარს გადაბიჯება არცერთ პატიოსან ხელისუფლებას არ ეგების
„ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ, რომ არის ის ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომლის ზღვარს გადაბიჯება არცერთ პატიოსან ხელისუფლებას არ ეგების“, – ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ახალი ადმინისტრაცია ითანამშრომლებს მათთან, ვინც ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებს.
„ეს არის ის უპირობო მოცემულობა, რის გამოც არსებობს ერი და სახელმწიფო. ეს ორი მცნება არსებობს იმიტომ, რომ ერმა, ხალხმა და მისმა სახელმწიფომ პირველ რიგში იზრუნოს თავისი ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესებზე. ჩვენ სწორედ ამას ვამბობთ, რომ არის ის ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომლის ზღვარს გადაბიჯება არცერთ პატიოსან ხელისუფლებას არ ეგების. აქედან გამომდინარე არის ის, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.