“საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობა უნდა იყოს ისტორიულ მაქსიმუმზე, რადგან ამ ადმინისტრაციის ფასეულობები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ფასეულობებთან” – კირცხალია

“საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობა უნდა იყოს ისტორიულ მაქსიმუმზე, რადგან ამ ადმინისტრაციის ფასეულობები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ფასეულობებთან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი კირცხალია აცხადებს.

“იმ ადმინისტრაციისა და პოლიტიკური გუნდის, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ დაიკავა ოვალური კაბინეტი და ჩაიბარა აშშ-ის სადავეები ხელში, ყველაზე მთავარი ღირებულება იყო, პირველ რიგში, სუვერენიტეტი, მათთვის მთავარი ღირებულება იყო თავიანთი ქვეყანა. საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობა უნდა იყოს ისტორიულ მაქსიმუმზე, ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს, რადგან ამ ადმინისტრაციის ფასეულობები და ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ფასეულობებსა და ღირებულებებთან,” – აცხადებს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები