აშშ-ში, ნეშვილის საშუალო სკოლაში სროლის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ცეცხლი სკოლაში 17 წლის მოზარდმა გახსნა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ბიჭმა ცეცხლი ადგილობრივი დროით 11:09-ზე, სკოლის სასადილოში გახსნა.