შალვა პაპუაშვილი: არავის ეგონოს, რომ მილიონ 120 ათასი ადამიანი დაუთმობს ერთ ხმას მაინც, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გარე-გარე დადიან და ცდილობენ, რომ გარედან ავნონ ქვეყანას იმიტომ, რომ შიგნით მოსახლეობის ნდობა არ აქვთ

ოპოზიცია არც არასდროს ყოფილა პარლამენტში წინა მოწვევის დროს. სულ ქუჩაში იყო. ერთი წელი ფორმალურადაც კი არ შემოაბიჯა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში. შემდეგ შემოაბიჯა და შეგახსენებთ 2021 წლის აგვისტოში შემოვიდნენ და სექტემბერში ბოიკოტი გამოაცხადეს, სამ კვირაში. პლენარული სხდომების ნახევარზე მეტი გაცდენილი აქვთ. ნებისმიერმა ადამიანმა გაიხსენოს ერთი საკითხი მაინც, რომელშიც ოპოზიციამ პარლამენტში განხილვების დროს მიიღო მონაწილეობა?! ამიტომ აქ არაფერი თვისობრივად არ იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რადიკალები არ შედიან პარლამენტში არაფერს ცვლის.

„ერთადერთი ცვლილება რასაც ოპოზიცია ახლა ცდილობს, რომ წარმოაჩინოს არის ხმაური, რომელსაც მათი მფარველები გარედან ტეხენ. ეს არის და ეს.

გადატვირთვა ხდება არჩევნებზე, არჩევნები შედგა, მოსახლეობამ საკუთარი ნება გამოხატა. არავის ეგონოს, რომ მილიონ ას ოცი ათასი ადამიანი დაუთმობს ერთ ხმას მაინც, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გარე – გარე დადიან და ცდილობენ, რომ რაიმენაირად გარედან ავნონ ქვეყანას. იმიტომ, რომ შიგნით ნდობა მოსახლეობის მხრიდან არ აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები