“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი გამარჯვებით დამთავრდება და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უარს ეტყვის რადიკალებს” – მიქანაძე

“ამ ქვეყნის ნორმალურ განვითარებას ესაჭიროება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ამ კონტექსტში რა თქმა უნდა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოში, რომელმაც უნდა შეისწავლოს 2003 წლიდან 2012 წლამდე მომხდარი სისტემური დანაშაულები, არის უმნიშვნელოვანესი”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ჩვენ მიმდინარე წელს გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი გამარჯვებით დამთავრდება და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უარს ეტყვის რადიკალებს, შესაბამისად ეს კონკრეტული ნაბიჯები იქნება რადიკალური ფრთის გეგმების განხორციელებაზე ორიენტირებული დარტყმა იმისთვის, რომ სახელმწიფომ გააგრძელოს სწრაფი სვლით განვითარება-წინსვლა, რომ ჩვენ მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ოჯახში“, – აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები