იდა უელსის ბრძოლა ლინჩის წესით გასამართლების წინააღმდეგ

იდა ბელ უელს-ბარნეტი აფროამერიკელი გამომძიებელ – ჟურნალისტი, მასწავლებელი და სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი გახლდათ. იგი იყო ფერადკანიანი საზოგადოების წინსვლის ეროვნული ასოციაციის (NAACP) ერთ-ერთი ფუძემდებელი. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფერადკანიანი ქალი გახდა მთელ ამერიკაში. მთელი ცხოვრების განმავლობაში იდა სამართლიანობისთვის და ძალადობის აღმოფხვრისთვის იბრძოდა.

უელსი 1862 წლის 16 ივლისს დაიბადა მონობაში მისისიპის შტატ ქალაქ ჰორი სპრინგში. როდესაც სულ რაღაც 16 წლის იყო, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს გამოიცა დეკლარაცია მონობის გაუქმების შესახებ, ამავე პერიოდში კი, იდას 1878 წელს ყვითელას ცხელებით დაეღუპა მშობლები და და-ძმა, ამიტომაც იძულებული გახდა, სამუშაოდ წასულიყო. იდა დარჩენილ და-ძმასთან ერთად მემფისში გადავიდა, სადაც მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მან მალევე დააარსა გაზეთი.

1890-იან წლებში უელსმა გააკრიტიკა ლინჩის წესით გასამართლება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ამბობდა, რომ ლინჩის წესით გასამართლებას მიმართავდნენ სამხრეთში ფერადკანიანების დასასჯელად ან მათზე კონტროლის დასამყარებლად. ეს სასჯელი ხშირად მხოლოდ თეთრკანიანების ჩვენებების საფუძველზე გამოჰქონდათ. მისი მოხსენება, ფერადკანიანების გაზეთით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, მაგრამ ამ გაზეთის ეგზემპლარები თეთრკანიანთა მამაკაცების ბრბომ გაანადგურა.

სხვასახვა საფრთხის თავიდან ასაცილებლად, უელსმა დატოვა მემფისი და ჩიკაგოში გადავიდა. მას შემდეგ დაქორწინდა და ოჯახთან ერთად განაგრძო თავისი საქმიანობა, ის ბევრს წერდა, სიტყვით გამოდიოდა და ორგანიზებას უწევდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. უელსი იყო თავდადებული ფერადკანიანი ქალი აქტივისტი, ამიტომაც მისი შეხედულებები უკმაყოფილებას იწვევდა საზოგადოებაში, რაც შემდგომ სამოქალაქო უფლებებისის მოძრაობის და ქალთა სუფრაჟისტული მოძრაობის ლიდერთა შეხედულებებს არ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა, ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქალთა უფლებებისა და მათი ხმის მიცემის უფლების მოძრაობაში. იდამ დააარსა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალთა ორგანიზაცია. უელსი იყო გამოცდილი და დამაჯერებელი რიტორი, ის მოგზაურობდა და სალექციო ტურებს აწყობდა მთელ მსოფლიოში.

1884 წლის 4 მაისს მატარებლის კონდუქტორმა უელსს უბრძანა, თავისი კომფორტული ადგილი თეთრკანიანისთვის დაეთმო თავად კი ხალხმრავალ, გაჭედილ ადგილზე გადასულიყო. იმ დროს რკინიგზის კომპანიებს უფლება მიეცათ, მგზავრები რასის მიხედვით გაეყოთ. უელსმა უარი განაცხადა ადგილის დათმობაზე. იდა კონდუქტორმა და ორმა კაცმა იძულებით გამოათრიეს ვაგონიდან. უელსი მათ შეეწინააღმდეგა და კონდუქტორს ხელში ჩაარტყა. მან მატარებლის შემთხვევასთან დაკავშირებით, გაზეთში ფერადკანიანებისთვის სტატია გამოაქვეყნა და დაიქირავა ფერადკანიანი ადვოკატიც, რათა საჩივარი შეეტანა. რკინიგზამ მის ადვოკატს ფული გადაუხადა, რათა იდასთვის არ ემუშავა. სწორედ ამიტომ, უელსმა შემდეგ  თეთრკანიანი ადვოკატი დაიქირავა. 1884 წლის 24 დეკემბერს მან მოიგო სასამართლო პროცესი. ადგილობრივმა სასამართლომ ქალს 500 დოლარი გადაუხადა. რკინიგზის კომპანიამ ეს საქმე ტენესის უზენაეს სასამართლოში განსახილველად გადაიტანა. 1887 წელს ამ სასამართლომ განაჩენი უელსის წინააღმდეგ გამოიტანა და მას ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა. იდა იმედგაცრუებული იყო, რადგან მას იმედი ჰქონდა, რომ მისი საქმე დაეხმარებოდა ფერადკანიან ამერიკელებს:

„ძალიან იმედგაცრუებულად ვიგრძენი თავი, რადგან იმედი მქონდა, ჩემი სარჩელი დიად საქმეებს გააკეთებდა ჩემი ხალხის დასახმარებლად…ო, ღმერთო, ამ მიწაზე არ არსებობს არანაირი სამართალი ჩვენთვის?“

როდესაც ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში სწავლობდა, ვაშინგტონში მიიწვიეს გაზეთ Evening Star-ის რედაქტორად. ის, ასევე, წერდა საკვირაო სტატიებს გაზეთ „სიცოცხლის გზაში“. იდამ მოიპოვა აღიარება თავისი სტატიების გამო, რადგანაც ის წერდა ფერადკანიანთა პრობლემების შესახებ. 1889 წელს გახდა გაზეთ Free Speech&Headlight-ის თანადამაარსებელი და რედაქტორი. მისი გაზეთი ეწინააღმდეგებოდა ეთნიკურ დაყოფას და აქვეყნებდა სტატიებს შავკანიანი ამერიკელების მიმართ უსამართლობების შესახებ. 1891 წელს მემფისის განათლების საბჭომ უელსი მასწავლებლობის თანამდებობიდან მოხსნა, რადგან იდა წერდა სტატიებს ადგილობრივ სკოლებში ფერადკანიანი მოსწავლეების მდგომარეობაზე. უელსი მეტად იმედგაცრუებული იყო მაგრამ არ დანებებულა. მან განაგრძო სტატიების წერა სხვადასხვა გაზეთში.

1889 წელს უელსის მეგობარმა, თომას მოსმა გახსნა სასურსათო მაღაზია. მისი მაღაზია კარგად მუშაობდა და დიდ კონკურენციასაც უწევდა მოპირდაპირე ქუჩის მაღაზიას, რომელიც თეთრკანიან მამაკაცს ეკუთვნოდა. 1892 წელს უელსი ქალაქგარეთ გაემგზავრა. როდესაც ის ქალაქში არ იყო, თეთრკანინთა ბანდამ დაანგრია მისი მეგობრის მაღაზია. ჩხუბის დროს მოსი და ორი ფერადკანიანი მამაკაცი, მაკდაუელი და სტიუარტი დაიჭირა. ისინი დააკავეს და ციხეში ჩასვეს სასამართლო პროცესამდე. თეთრკანიანთა ბრბომ შტორმით აიღო ციხე და მოკლა სამი ფერადკანიანი. უელსმა მეგობრების სიკვდილის შემდეგ გაზეთში დაწერა ვრცელი სტატია და მოუწოდა ყველა ფერადკანიანს, დაეტოვებინათ მემფისი: იდამ ისაუბრა მკვლელების საზოგადოებრივ ბუნებაზე. მაშინ მემფისი 6 000-ზე მეტმა ფერადკანიანმა დატოვა, სხვებმა კი, გადაწყვიტეს, არ ჩარეულიყვნენ თეთრკანიანთა საქმეებში. ზოგი ადამიანი აცხადებდა, რომ უელსის მოკვლა სურდათ, ამიტომ მან პისტოლეტი იყიდა. მოგვიანებით იდა წერდა, რომ ადამიანები, რომლებიც მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ, გაბრაზებულები იყვნენ სიმართლის მომსენის გამო:

„მე გამაძევეს, დამაშინეს და მემუქრებოდნენ, რადგან ვიბრძოდი მხოლოდ და მხოლოდ სიმართლისთვის“.

იდა ბელ უელს-ბარნეტი 1931 წლის 25 მარტს თირკმლის დაავადებით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები