„დადასტურებულია, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენლობას საქართველოში USAID-ი აფინანსებს, ”- ამის შესახებ პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩარიცხული თანხები გამოყენებული იყო ამ კანონსაწინააღმდეგო აქციების დაფინანსებაში და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კითხვები, რამდენად ინტერესდებოდნენ ისინი ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობაზე.
„დაახლოებით, 2023-2024 წლებში დაფინანსების სახით მიღებული აქვს 29მლნ ლარის ოდენობით თანხა. შემდგომ ამ ორგანიზაციის გავლით ხდებოდა თითქმის, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობის დაფინანსება და სწორედ ამ ორგანიზაციის გავლით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ თანხებს. საუბარია, სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა ანგარიშებიც დაყადაღდა – „ისფედი“, საფარი“, „სამართლიანობის ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა სახლი“, „თავისუფლების ცენტრი“ და ასე შემდეგ. სწორედ ეს ჩარიცხული თანხები იყო გამოყენებული ამ კანონსაწინააღმდეგო აქციების დაფინანსებაში და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კითხვები, რამდენად ინტერესდებოდნენ ისინი ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობაზე და ცნობილი იყო თუ არა, რომ ეს თანხები გამოიყენებოდა, მაგალითად, ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც იყო ჯარიმების გადახდა, წახალისება, პატიმრების სასარგებლოდ რაღაც ფინანსური ვალდებულებების დაფარვა“, – განაცხადა პროკურორმა.