კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ჯემალ ბაღაშვილს
კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ჯემალ ბაღაშვილს. მას დღეს 84 წელი შეუსრულდა.
„ბატონი ჯემალის სახელი თითოეული ქართველისთვის ახლობელი და ძვირფასია. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. გამორჩეულია მისი წვლილი ლეგენდარული ანსამბლის – „ივერიის“ წარმატებაში.
ბატონმა ჯემალმა, პროფესიონალიზმითა და უშუალობით, ერთ დიდ ოჯახად შეკრა ქართული საესტრადო მუსიკის მსმენელები.
ვუსურვებთ მას დღეგრძელობასა და მხნეობას“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.