გიგი უგულავა: სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას  

„სოლიდარობა და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბატონ გიორგი გახარიას. ღამე მას თავს ქოც/რუს/ზონდერ დეპუტატები დაესხნენ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგი უგულავა წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამოეხმაურა ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„აქვე ვიტყვი, დღეს აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ რას შვრებოდა ადრე. გახარია იყო შსს-ს მინისტრი, როცა მე და გოკა გაბაშვილს აეროპორტში ზონდერ ძიუდოისტები დაგვეცნენ, ხოლო შსს-მ საქმე ჩემზე აღძრა, თითქოს მე ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე ჩემპიონი. ცოდვები ჩვენც ბევრი გვაქვს და მას მხოლოდ ბრძოლით თუ გამოვასწორებთ. იქით რუსის ზომბები არიან. აქეთ ადამიანები ვართ. ყველანაირი ცუდიც, კარგიც. მხოლოდ ადამიანური თანადგომით გადავრჩებით და გავიმარჯვებთ“, – წერს უგულავა.

ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები