კრწანისის გამგებელი – ორთაჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: პირველადი ინფორმაციით, შენობის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილი ადამიანის გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო. ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. რაც შეეხება მერიისა და გამგეობის აქტივობებს, ჩვენ გუშინ ღამით ყველა მოსახლე გავიყვანეთ სასტუმროებში”, – ამის შესახებ კრწანისის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, რითაც ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა.
ფანჯრები, კარებია დანგრეული. ჩვენ ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე შევუშვათ ადამიანები შიგნით. არის, ასევე, ლიფტის პრობლემა, წყალკანალიზაციის პრობლემა. ყველა კონტრაქტორი ადგილზე გვყავს და გვინდა რომ სწრაფად დავიწყოთ სამუშაოები.
პირველადი ინფორმაციით, შენობის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა არის ფრაგმენტები, რომელიც დასამუშავებელია და ამას გავითვალისწინებთ”, – აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.