სამტრედიის მერმა შობა-ახალი წელი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებში, 24-საათიან რეჟიმში მომუშავე პერსონალს მიულოცა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან, მოადგილე გიორგი მეიშვილთან და კულტურის სამსახურის უფროს ნატო მანჯგალაძესთან ერთად განსაკუთრებულ რეჟიმში მომუშავე სამსახურებს შობა-ახალი წელი მიულოცა.
სახანძრო–სამაშველო სამსახური, სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სამტრედიის პოლიცია, საქართველოს რკინიგზა, ენერგო–პრო ჯორჯია, კომუნალური და კეთილმოწყობის სამსახურები, სასწრაფო–სამედიცინო დახმარება, ბავშვთა საავადმყოფო და სხვა…–ეს ის ობიექტებია, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა დღეს საჩუქრები მიიტანა.
“ტრადიციულად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით მოვინახულებთ ისეთ სამსახურებს, რომლებიც მიუხედავად დღესასწაულისა, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. გვინდა ჩვენი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ და მშვიდობიანი 2025 წელი ვუსურვოთ მათ”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.