შალვა პაპუაშვილი: ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას

ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.

მან სალომე ზურაბიშვილთან ელჩების ვიზიტებიც გაიხსენა და თქვა, რომ მოპარული სტანდარტის ფონზე გადაღებული ფოტოებით ელჩები 4 ოქტომბრის ძალადობას აქეზებდნენ.

„ერთ რამეს დააკვირდით, სალომე ზურაბიშვილი ჩიხში რომ იმალებოდა და გამზადებული იყო, როგორც კი აიღებდნენ პრეზიდენტის სასახლეს, შესულიყო და დამჯდარიყო თავისი სტანდარტით, რომლითაც დადიოდა. მანამდე ელჩები გამუდმებით მიდიოდნენ სალომე ზურაბიშვილთან, ჰქონდათ შეხვედრები დემონსტრაციულად, მაშინ, როდესაც გვყავს არჩეული პრეზიდენტი, წინ იდგა პრეზიდენტის სტანდარტი, მოპარული და ამის ფონზე იღებდნენ სურათებს. ამის შემდეგ მე დავწერე კიდევაც, ამაზე მქონდა განცხადება, ამის შემდეგ არც ერთი ელჩი აღარ მისულა სალომე ზურაბიშვილთან იმიტომ, რომ მიხვდნენ როგორ წაიტეხეს ცხვირი იმით, რომ ფაქტობრივად აქეზებდნენ 4 ოქტომბერს, რომლის გამოც ხალხი აღმოჩნდა ციხეში. ზოგიერთი კარგია, რომ გონს მოდის, აღიარებს ძალადობას, სთხოვს პროკურატურას და იღებს საპროცესო შეთანხმებას, თუმცა ზოგიერთი ისევ ციხეშია ამ ხალხის წყალობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები