სავიზო დიალოგის ფარგლებში, დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეხვედრა გაიმართება

სავიზო დიალოგის ფარგლებში, დღეს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ((EU) 2018/1806, მუხლი 8e(9)), თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს.

„ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს, ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის  ხელმძღვანელობით“, – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები