აზერბაიჯანის პოლიციამ 72 კგ ნარკოტიკი ამოიღო – გამოძიების ცნობით, ტვირთი ქვეყანაში პარაპლანით შეიტანეს

აზერბაიჯანში, პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს წარსულში ნასამართლევი 50 წლის მატანატ გაფაროვა და 25 წლის ნურლან გოროდალოვი დააკავეს.

სამართალდამცველებმა გოროდალოვის მიერ მართული „შევროლეტის“ მარკის ავტომობილიდან დაახლოებით 72 კილოგრამი ფსიქოტროპული ნივთიერებებით დამუშავებული მარიხუანა და მეტადონის 5687 ტაბლეტი ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები ქვეყანაში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკების გაყიდვას პარაპლანის საშუალებით გეგმავდნენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სასამართლომ ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები