ნინო წილოსანი: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს აფერხებს ის ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული
“ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს აფერხებს ის ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ფაქტია, რომ ბევრი ევროპოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა გავლენის ქვეშ იმყოფება, არაერთხელ დაისვა ქართველი ხალხისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. თუმცა, რაც აფერხებს ამ პროცესს, ეს არის ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რომელიც ჩვენს წინაშე იყო დაწესებული. ამიტომ კარგია, რომ მათ შორის, ეს სხვისი გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები ვერ აბიჯებენ წესებს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენლებთან, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეხვედრა გაიმართება.