ქობულეთის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები – სკვერების, სპორტული მოედნების, მრავალბინიანი ეზოების მოწესრიგება და განახლება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები – სკვერების, სპორტული მოედნების, მრავალბინიანი ეზოების მოწესრიგება და განახლება. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
“ქობულეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილზე ეწყობა საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი კუთხეები, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა და გარეგანათება.
სამუშაოებისთვის 1 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ასევე შოთა რუსთაველის ქუჩა N215-ის ეზოს კეთილმოწყობა.
აღნიშნულ მისამართზე იცვლება დეკორატიული ფილები, რეაბილიტაცია უტარდება ეზოში არსებულ სპორტულ მოედანს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ცეცხლაძემ, მოადგილესთან, ქობულეთის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა”,- წერია ინფორმაციაში.