საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინაში კონფლიქტისადმი მიძღვნილ სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
„სამშაბათს დილით ჩვენ უკრაინის საკითხზე დისკუსიას გავმართავთ… ზელენსკისთან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში დაახლოება გვჭირდება“, – თქვა მან.
საფრანგეთის თავმჯდომარეობით დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ სამიტი 15-17 ივნისს, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ევიან-ლე-ბენში გაიმართება. „დიდი შვიდეულის“ წევრების გარდა, მას ინდოეთის, ბრაზილიის, სამხრეთ კორეისა და კენიის ლიდერებიც დაესწრებიან.