ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც მეზობელს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
შეგახსენებთ, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.