შალვა პაპუაშვილი – კონგრესის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტზე: ეს არის აბსოლუტური ფიქცია იმისთვის, რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას

ეს არის აბსოლუტური ფიქცია იმისთვის, რომ ხმაური შეიქმნას და ვიღაცამ რაღაც თქვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი Live” 8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ჯო უილსონმა წარადგინა.

„რა უნდა დავუშვათ, რომ ჯო უილსონმა კანონით უნდა დაავალოს ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს, დააკვირდით რას შვება რუსეთი, ჩინეთი თუ ირანი რეგიონში და საქართველოში? ვინმეს ჰგონია, რომ ისე ამას არ აკეთებენ? რას ემსახურება მაშინ ეს კანონები? უბრალოდ საინფორმაციო ხმაურს. თითქოს ახლა ჯო უილსონის დავალებას ელოდება დონალდ ტრამპი, რომ რუსეთსა და ჩინეთზე იფიქროს და მათი გავლენები შეისწავლოს? ეს არის აბსოლუტური ფიქცია იმისთვის, რომ ხმაური შეიქმნას, ვიღაცამ რაღაც თქვას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები