შალვა პაპუაშვილი: ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ

ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ის გათვლები, რომლებიც მათ აქვთ, არ სრულდება.

„ამ მთლიან უბედურებაში, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ბრიუსელის შემთხვევაში, ბედნიერება არის იმაში, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხალხთან გვაქვს საქმე და იმდენად უმწიფარ საგარეო პოლიტიკასთან, ვხედავთ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ის გათვლები, რომლებიც მათ აქვთ, არ სრულდება. ასე რომ, ამ მხრივ მშვიდად ვართ, იმდენად არაპროფესიონალ ხალხთან გვაქვს საქმე. დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა აბარია ადამიანს, რომლის მინისტრიც საქართველოში მიტინგებში მონაწილეობდა. კაია კალასს ვგულისხმობ. ადამიანს, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის მთავარი პარტნიორის საგარეო საქმეთა მინისტრი არც კი ხვდება. აი, რამდენი ხანი გავიდა რაც მარკო რუბიო სახელმწიფო მდივანია და არც ერთხელ შეხვედრია კაია კალასს მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნებიც იყო და ჩაფრენილი იყო ვაშინგტონში ქალბატონი კალასი.

რაც შეეხება რა უნდათ, უნდათ ის, რაც 4 ოქტომბერს იყო. ჩვენ ეს ვნახეთ უკვე. ვნახეთ ჩვენ ევროკავშირმა როგორ წააქეზა საქართველოში ძალადობრივი პროცესები. 4 ოქტომბერი იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი. ოფიციალურად მოვისმინეთ ჩვენ ეს ევროკომისიის პრესსპიკერისგან, მხარდაჭერილი შეკრება, რომელზეც წინასწარ დაანონსებული ძალადობა უნდა მომხდარიყო.

საბოლოო ჯამში, კაია კალასის სარგებელი ის იქნება, რომ ვიღაც ტაშს დაუკრავს, ვინც მას სინამდვილეში მართავს და მის უკან დგას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები