ლანჩხუთის მერი დღის ცენტრ ,,იავნანას” ესტუმრა

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს ეკა ჩუბინაშვილთან ერთად დღის ცენტრ ,,იავნანას” ესტუმრა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

“ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს.
მუნიციპალიტეტის მერი დღის ცენტრის ხელმძღვანელს, ციცო ჩხარტიშვილს ესაუბრა, მათი საჭიროებები მოისმინა და აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები