პიტ ჰეგსეთი: თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს, აშშ მას ძლიერად დაარტყამს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს ძლიერად დაარტყამენ, თუ თეირანი ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას არ დადებს.
„ჩვენ ზუსტად იმ შედეგზე ვართ ორიენტირებულნი, რაც პრეზიდენტს ამერიკელი ხალხის სახელით სურს და დიდ პროგრესს მივაღწიეთ. და როგორც პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, თუ ისინი შეთანხმებას არ დადებენ, მაშინ ჩვენ მათ ძლიერად დავარტყამთ“, – განაცხადა ჰეგსეთმა ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თანამშრომლების წინაშე გამოსვლისას.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალური კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ ირანს „ძალიან ძლიერად“ დაარტყამს. მანამდე მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ირანს „შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდა“ და „ახლა ეს ძვირად დაუჯდებათ“.