ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს დაიწყება. ტურნირი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება. თამაში მეხიკოში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი მუნდიალის გახსნის ცერემონია ჩატარდება.
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ტურნირში 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ჩემპიონატზე 104 მატჩი გაიმართება.