მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2014“

დღეს, 15.00 სთ-ზე, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი 2014“-ის პრესკონფერენცია გაიმართება.
„საჩუქარი 2014“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 17 ოქტომბერს გაიხსნება და 17 ნოემბერს საზეიმოდ დაიხურება. ოთხი კვირის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ექნება, დაესწროს მსოფლიო პრემიერებს, ქართულ თეატრალურ სივრცეში იხილოს ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან: ანი ბოგარტი, დიმიტრი კრიმოვი, ანდრეი ჟოლდაკი, ანდრონ კონჩალოვსკი და სხვა.
ფესტივალი “საჩუქარი” ედინბურგის, ადელაიდის, მელბურნის, პერტის საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალების მიერ 1997 წელს დაარსდა და მას მხარს უჭერენ ცნობილი ხელოვანები: პიტერ ბრუკი, ანჯეი ვაიდა, ვანესა რედგრეივი, მაიკ ლკანი, ანდრეი კონჩალოვსკი, ტელმა ჰოლტი და სხვები.
ფესტივალი “საჩუქარი“ ედინბურგის ფესტივალის ანალოგია.
ფესტივალი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები