საერთაშორისო ფესტივალი ”მემკვიდრეობა” ფილმების მიღებას აცხადებს

 

   ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ”მემკვიდრეობა”, რომლის მიზანია ხელოვნების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაცია, აცხადებს საკონკურსო ფილმების მიღებას შემდეგ ნომინაციებში:
• სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
• სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი;
• მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
• მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი;
• სტუდენტური ფილმი;
• ტელეგადაცემა. საკონკურსო ფილმები თემატურად უნდა მიესადაგებოდეს ფესტივალის სახელწოდებას – მემკვიდრეობა. მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში 10 ოქტომბრიდან! ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს და განავითაროს ხელოვნების სხვადასხვა დარგი, წარმოაჩინოს ახალგაზრდა ხელოვანები და პოპულარიზაცია გაუწიოს ტრადიციულ, ქართული ხელოვნების დარგებს: კინოხელოვნება, დრამატურგია, თეატრი, იკონოგრაფია, ხუროთმოძღვრება, სახვითი ხელოვნება და ა.შ. ფონდი აწყობს საქველმოქმედო ღონისძიებებს, საერთაშორისო ფესტივალებს, კონფერენციებს, სემინარებს, გამოფენებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები