ხვალ მოძრაობის თეატრის 14 წლის იუბილეა
ხვალ, 8 ოქტომბერს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის დაბადების დღეა. თეატრს 14 წლის იუბილე აქვს. მოძრაობის თეატრი მიწვეული სტუმრებისთვის საღამოს 8 საათზე სპექტაკლ „ინტროს“ გამართავს.
როგორც თეატრში აცხადებენ, დაპატიჟებულ სტუმრებს სპექტაკლის ნახვის შემდეგ სიურპრიზებით დატვირთული სასიამოვნო საღამო ელოდებათ. „ჩვენ ვართ მოძრაობის თეატრი – იმოძრავეთ თეატრისკენ“, – განაცხადა თეატრის აღმასრულებელმა მენეჯერმა თამარ გოგოლაძემ.
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ მოძრაობის თეატრის საიუბლეო ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია.