აშშ-ში მამაკაცმა ცოლი და 3 შვილი მოკლა, ვაჟი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

აშშ-ში, იუტას შტატში, 42 წლის კაცმა მეუღლესა და 4 შვილს ესროლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა,- ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გამოცემის ცნობით, მხოლოდ ერთი შვილი გადარჩა. ის მძიმედაა დაჭრილი, 17 წლის ბიჭს თავის ტვინი აქვს დაზიანებული.

გარდაცვლილები ნათესავმა ქალმა ნახა. მან სახლში შესვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახის ვერცერთ წევრთან დაკავშირება ვერ შეძლო.

როგორც მედია იუწყება, ორი გოგონას – 9 და 2 წლის ბავშვების ცხედრები სახლის ზედა სართულზე, ერთსა და იმავე საწოლში იპოვეს, 11 წლის ბიჭის ცხედარი კი პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში, მამის ცხედართან ერთად ნახეს. მეოთხე, გადარჩენილმა შვილმა თავი ავტოფარეხს შეაფარა, თუმცა ტყვია მასაც მოხვდა.

სროლის შესახებ ინფორმაცია პოლიციაში არ შესულა. მეზობლების თქმით, არანაირი ხმაური არ ისმოდა.

დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები