მოსკოვში გამარჯვების დღის ღონისძიებების პერიოდში, შესაძლოა, ინტერნეტი შეიზღუდოს

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 5-დან 9 მაისის ჩათვლით შესაძლოა, მობილურ ინტერნეტსა და SMS სერვისებზე დროებითი შეზღუდვები დაწესდეს,- ამის შესახებ ტელეკომუნიკაციების ოპერატორებმა მომხმარებლებს შეატყობინეს.

ოპერატორების ინფორმაციით, შესაძლო შეზღუდვები დაკავშირებულია 9 მაისის – გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებთან და უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებთან.

ამავე ცნობებით, მომხმარებლებს ურჩევენ Wi-Fi ქსელების გამოყენებას, ხოლო ხმოვანი ზარებისთვის – VoLTE ტექნოლოგიას, რათა კომუნიკაცია შეუფერხებლად გაგრძელდეს.

ოფიციალური განმარტებით, შეზღუდვები შეიძლება იყოს ლოკალური და დროებითი და ყველა მომხმარებელს ერთნაირად არ შეეხოს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ზომები რუსეთში დიდი საჯარო ღონისძიებების პერიოდში უსაფრთხოების მიზნებით პერიოდულად გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები