მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა – დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი

რუსეთის დედაქალაქზე დრონებით შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან ახლოს, მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

რუსული მხარის ინფორმაციით, აფეთქება კრემლიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. დაზიანებულია შენობის ზედა სართულები. გავრცელებული ცნობით, მსხვერპლი არ არის.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, თუმცა ერთმა მათგანმა საცხოვრებელ კორპუსამდე მიაღწია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო და სამაშველო სამსახურები. მიმდინარეობს ტერიტორიის შემოწმება და დაზიანებების შეფასება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან, რომ გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჯამში 117 უკრაინული დრონი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები