მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე მხარდაჭერას – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიხილოთ უკრაინის მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულება
“მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიხილოთ უკრაინის მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით”,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„გვქონდა საუბარი უკრაინელ კოლეგასთან, ასევე, პრეზიდენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს შორის არის და მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭრას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე, ვიხილოთ უკრაინის მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.