ლაგოდეხში, ჭადრაკში, სოსო კიკილაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, რეგიონული ტურნირი გაიმართა 

“ლაგოდეხში, სოსო კიკილაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, რეგიონული ტურნირი გაიმართა ჭადრაკში”,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეჯიბრი ექვს ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა და მასში 58-მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

“ტურნირში გამარჯვებული მოჭადრაკეები, მედლებით, თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

მოჭადრაკე – სოსო კიკილაშვილის სახელობის, გარდამავალი თასი, წელს, პირველად, დაწესდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გუნდს გადაეცა.

ღონისძიება ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები