სამტრედიაში წინასაახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ სამტრედიაში ახალ 2025 წელს განახლებული საახალწლო მორთულობებით და ილუმინაციებით ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხის აწყობა, რომელიც უახლოეს დღეებში საზეიმოდ განათდება. 

“ქალაქში ილუმინაციების მონტაჟის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე აკვირდება. 

როგორც მერმა აღნიშნა, ახალი წლის დღეები სამტრედიაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება, კულმინაცია  ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტი იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები