სამტრედიაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დააჯილდოვეს
დღეს სამტრედიაში, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე, 2024 წლის საუკეთესო წარმომადგენლები დააჯილდოვეს. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით მსგავსი დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება, რაც სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანთა შრომის დაფასების გამოხატულებაა.
კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვაჟა სტურუამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სიგელებითა და ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრეს.
დავით ბახტაძის თქმით, მოხარულია, რომ სამტრედიაში ბევრი წარმატებული ადამიანია.
,,მიხარია, რომ სამტრედიაში ბევრი წარმატებული სპორტსმენი, მწვრთნელი და კულტურის დარგის წარმომადგენელი გვყავს. შევეცადეთ ჩვენი დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა დღევანდელი მოკრძალებული ღონისძიებით გამოგვეხატა. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს და მუნიციპალიტეტის მერია მუდამ მათ გვერდით იქნება წარმატებისკენ სავალ გზაზე”, – განაცხადა ბახტაძემ.