საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტში გაემგზავრა.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 8-12 ოქტომბერს, ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით წარდგება. აღნიშნული ვიზიტი ქართული დელეგაციის პირველი ოფიციალური სტუმრობაა მომავალი საპატიო სტუმარი ქვეყნის რანგში (2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი).
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის დეა მეტრეველის ოფიციალური შეხვედრები როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან, ასევე უცხოელ გამოცემლებთან, ლიტერატურის აგენტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მიხეილ გიორგაძე შეხვედრას გამართავს ფრანკფურტის კულტურის სამსახურის უფროსთან ფელიქს ზემელროტთან. ბაზრობის ფარგლებშივე მინისტრი სიტყვით გამოვა საერთაშორისო სამიტზე „გამოწვევები განათლების სფეროსა და კულტურის პოლიტიკის საკითხებში“.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციიის ორგანიზებით 2014 წელს საქართველო უფრო დიდი და განახლებული ეროვნული სტენდით და არაერთი საინტერესო პრეზენტაციით წარდგება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობის მისაღებად ცხრამეტი ქართველი გამომცემელია დარეგისტრირებული.
8-9 ოქტომბერს ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია დათო ტურაშვილის რომანის „ჯინსების თაობა“გერმანული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი 2014 წლის სექტემბერში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გერმანული გამომცემლობა Wagenbach Verlag-ის მიერ გამოიცა. 500-წლიანი ისტორიის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ფორუმია, რომელშიც ყოველწლიურად ათიათასობით გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი, მწერალი და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ექსპერტი მონაწილეობს. ბაზრობაზე ყოველწლიურად წარმოდგენელია ასი ათასამდე დასახელების წიგნი და უახლესი გამოცემა. ფორუმს ყოველ წელს დაახლოებით 400 000-მდე უცხოელი დამთვალიერებელი სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები