ლევან მაჭავარიანი დიპლომატიური პასპორტების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის იმისთვის, რომ ბოლო მაშველი რგოლი გადმოუგდონ რადიკალურ ოპოზიციას

,,ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ეს უფრო არის იმ ევროპელების გარკვეული ნაწილის სახის შენარჩუნებისთვის გადადგმული ნაბიჯი, რომლებიც ლობირებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას და ასევე იმისთვის, რომ ბოლო მაშველი რგოლი გადმოუგდონ რადიკალურ ოპოზიციას, რომ რაღაც სალაპარაკო თემა დაუტოვონ რადიკალური ოპოზიციის მმართველობის ქვეშ არსებულ მედიასაშუალებებს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები