აშშ-ში, ვისკონსინის შტატში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ვისკონსინის შტატის პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთა შორისაა თავად თავდამსხმელიც, რომელიც ამავე სკოლის მოსწავლე იყო.
გარდა ამისა, მოკლულია ერთი მასწავლებელი და ერთი მოსწავლე.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ექვსი მოსწავლე, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
სროლა ვისკონსინის შტატის ქალაქ მადისონში მდებარე სკოლაში მოხდა, რომლის მოტივიც ჯერჯერობით უცნობია.