ვარლამ ლიპარტელიანი: დღევანდელი დღე უნდა ყოფილიყო დღე, როდესაც არეულობა და შეტევა განხორციელდებოდა სახელმწიფოზე – ჩვენმა გუნდმა სწორად გათვალა ყველაფერი, რადგან იყო ინფორმაციები, დღეს რის მიღებასაც აპირებდნენ

ჩვენმა გუნდმა სწორად გათვალა ყველაფერი, რადგან იყო ინფორმაციები, დღეს რის მიღებასაც აპირებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

იგი აღნიშნულით ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღევანდელ სხდომას გამოეხმაურა და ასევე – დედაქალაქში მიმდინარე აქციებს.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე უნდა ყოფილიყო ის დღე, როდესაც არეულობა და შეტევა განხორციელდებოდა სახელმწიფოზე, შეტევა დემოკრატიაზე, მაგრამ მოხდა ამ ყველაფრის პრევენცია.

„ჩვენმა გუნდმა სწორად გათვალა ყველაფერი, რადგან იყო ინფორმაციები, დღეს რის მიღებასაც აპირებდნენ. ვფიქრობ, ყველაფერი არის გარედან მართული, მიზანმიმართული მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ ქვეყანაში როგორმე შემოიტანონ არეულობა, მოახდინონ დესტაბილიზაცია, ჩამოშალონ ქვეყანა და შემოიტანონ ისეთი არეულობა, რომელსაც თვითონ მართავენ – რა მიმართულებითაც სურთ, იმ მიმართულებით წაიყვანონ.

ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი გუნდი სწორედ ამას ეწინააღმდეგება, რომ ეს არ დაუშვას ქვეყანაში. ვფიქრობ, სახელმწიფოს ნებისმიერი სტრუქტურა დგას იმ დონეზე, რომ ამას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ეს არის ქართველი ხალხის, იმ ადამიანების ინტერესი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გუნდს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ 1,120 მლნ ადამიანების არჩევანს, რომელმაც მხარი დაუჭირა მშვიდობას, კეთილდღეობას და ჩვენი ვალდებულებაცაა, ეს არ დავუშვათ“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები