ზვიად შალამბერიძე – სანქცირებაზე: არ მინდა, დავასახელო ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, საიდანაც გაიგზავნა ინფორმაცია ამ შემთხვევაში ლიეტუვაში, ჩემი სახელისა და გვარის გასწვრივ წერია პროკურორი

არ მინდა, დავასახელო ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, საიდანაც გაიგზავნა ეს ინფორმაცია, ამ შემთხვევაში ლიეტუვაში. აღმოჩნდა, რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა სხვა ქვეყნებშიც პრობლემა ყოფილა, რადგან ჩემი სახელისა და გვარის გასწვრივ წერია პროკურორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ როგორ აღმოჩნდა ჯერ უკრაინის, შემდეგ კი ლიეტუვის მიერ სანქცირებული პირების სიაში.

მისივე თქმით, პირველი სია სანქციებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან მოვიდა, რაზეც მას ჰქონდა კითხვები, თუმცა მას პასუხი არავინ გასცა.

„დღეს უკვე მეორე ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, მისგან მივიღეთ სია, სადაც 19-ის ნაცვლად 17 ადამიანია დასნქცირებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გადმოკოპირებული სია. არ მინდა, ახლა დავასახელო ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, საიდანაც გაიგზავნა ეს ინფორმაცია, ამ შემთხვევაში ლიეტუვაში. აღმოჩნდა, რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა სხვა ქვეყნებშიც პრობლემა ყოფილა, რადგან ჩემი სახელისა და გვარის გასწვრივ წერია პროკურორი.

ჩვენ უამრავი ქალაქი გვყავს დამეგობრებული. ძალიან ბევრი ადამიანია პატივსაცემი, ძალიან ბევრი მეგობრები გვყავს და ასე შემდეგ და ასეთ ურთიერთობას შემიძლია თამამად ვთქვა, ასე უპასუხისმგებლოდ აყენებენ გარკვეული კითხვის ნიშნების ქვეშ“, – აღნიშნა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, უკრაინა არის ომში და ინფორმაციების გადამოწმება რთულია, თუმცა ლიეტუვას შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა.

„თუ უკრაინის შემთხვევაში არ ყოფილა ახსნა, დღეს მივიღეთ ასეთი ახსნა-განმარტება, რომ ჩემი გუბერნატორის პოზიციაზე მუშაობის დროს მიზეზი ჩემი დასანქცირების არის ის, რომ თურმე, სიტყვა სიტყვით – მე „ვიყავი გამანეიტრალებელი“ „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალების. ალბათ, გულისხმობენ იმას, იმედი მაქვს, რომ პოლიტიკურ განეიტრალებაზეა საუბარი და არა სხვაზე. ესეც – პოლიტიკური განეიტრალებაც სასაცილოა“, – განაცხადა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები