ხულოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ხულოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაიწმინდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

„სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის მერიის სპეცტექნიკა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, მოქმედებს ცხელი ხაზი – +995 551 005 272“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები