“ქვეყნების უმრავლესობა ხედავს და აფასებს იმ ჯანსაღ მიდგომებს, რაც საქართველოს აქვს” – ლევან მახაშვილი
“ქვეყნების უმრავლესობა ხედავს და აფასებს იმ ჯანსაღ მიდგომებს, რაც საქართველოს აქვს და, რაც მთავარია, იმ თავგანწირვასა და ერთგულებას, რაც საქართველოს და მის ხელისუფლებას ჰქონდა დასავლეთთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
“პრემიერ-მინისტრის ჩასმა ამ [დასანქცირებულთა] სიაში და სხვა მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებების ჩასმას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ შანსიც კი არ დატოვონ, ახალი ხელისუფლების თუ სხვა ადმინისტრაციის პირობებში. იმდენად გააფუჭონ სიტუაცია, რომ მათ გაუჭირდეთ უკან დაბრუნება ამ სიტუაციის.
ჩვენი მხრიდან ეს ყველაფერი ფასდება როგორც პროვოკაცია, ცალსახა და ძალიან იაფფასიანი. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენივე პასუხისმგებლობის გათვალისწინებით და ჩვენი ღირსების გათვალისწინებით, რომ მათ ვუპასუხოთ იმგვარად, რომ უკან დაბრუნების წერტილი არ გვქონდეს. ჩვენ ვიტოვებთ იმის უფლებას, რომ მომავალში თუ გაგრძელდა მსგავსი არამეგობრული საქციელი, მოვუბრუნდეთ ამ საკითხს და უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – აღნიშნა მახაშვილმა.